წიგნი "ჩინური კვლევები" მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მასში აღწერილია ცხოველური ცილებისა და ქრონიკული დაავადებების (ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის) ურთიერთთანაფარდობის შედეგები და მიღებულია კვების თავისებურებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ურთიერთკავშირის 8 000 დასკვნა.
ეს კვლევა ტარდებოდა ჩინეთის 65 ოლქში, გრძელდებოდა 10 წლის განმავლობაში და შედეგი იყო ერთმნიშვნელოვანი: ვინც უპირატესობას ანიჭებს ვეგეტარიანულ კვებას, მას ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის მეტი შანსი აქვს, თანაც, ჭარბი წონის გარეშე. ზაფხულსა და შემოდგომაზე ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი არჩევანი კი ამ ცდის ჩატარებას საგრძნობლად აადვილებს.
ყოველივე ამის შემდეგ, დოქტორმა კოლინ კემპბელმა შეიმუშავა ჯანმრთელი კვების 8 პრინციპი.
პირველი პრინციპი
კვება წარმოადგენს საკვებში არსებული ურიცხვი ნივთიერებების ერთობლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე. კვების დროს ჩვენ "ვრთავთ" ორგანიზმში მიმდებარე ქიმიური რეაქციების რთულ სისტემას, რათა საკვები პროდუქტებისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი იმ სახით, რომლითაც ის ბუნებაში არსებობს. რომელიმე ერთი კონკრეტული საკვები ნივთიერების უპირატესობის გამოცხადება სხვა ნივთიერებებთან მისი ურთიერთქმედების განხილვის გარეშე – ძალზე პრიმიტიული მეთოდია.
მეორე პრინციპი
ვიტამინების დამატება ჯანმრთელობისთვის პანაცეა არ არის.
"თუ გსურთ, მიიღოთ ვიტამინი C ან ბეტა-კაროტინი, შეეშვით დრაჟეებსა და აბებს, მიმართეთ ხილსა და მწვანეფოთლიან ბოსტნეულს", – გვირჩევს დოქტორი კემპბელი. მაგრამ, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც; მაგალითად, ვეგეტარიანელებისთვის სასარგებლოა, საკვები დანამატის სახით მიიღონ ვიტამინი B12 (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ); ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს შენობაში ან ცხოვრობს ჩრდილოეთის კლიმატში.
მესამე პრინციპი
თითქმის ყველა საკვები ნივთიერება უკეთესად არის წარმოდგენილი მცენარეულ პროდუქტებში – მათში თავმოყრილია ანტიოქსიდანტები, უჯრედისები და მინერალები.
მეოთხე პრინციპი
კვება გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, თუ როგორი გენები წარმოიქმნება – „ცუდი“ თუ „კარგი“.
მეხუთე პრინციპი
კვების დახმარებით შეგიძლიათ აკონტროლოთ ორგანიზმზე მავნე ქიმიური ნივთიერებების არასასურველი ზემოქმედება.
მეექვსე პრინციპი
კვებას, რომელიც ამარცხებს დაავადებას ადრეულ სტადიაზე (დიაგნოზის დასმამდე), შეუძლია, შეაფერხოს მისი განვითარება და განკურნოს კიდეც, გაცილებით უფრო დაგვიანებულ ეტაპზე.
მეშვიდე პრინციპი
კვების რაციონი, რომელიც სასარგებლოა ერთი ქრონიკული დაავადების დროს, კარგი პროფილაქტიკა შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი სხვა დაავადების შემთხვევაშიც.
მერვე პრინციპი
სწორი კვება სასარგებლოა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის, რადგან ისინი მუდმივად ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; ანუ, ჯანმრთელი კვების კონცეფცია ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და უზრუნველყოფს ემოციურ და ინტელექტუალურ ჯანმრთელობას.