ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის საფუძველზეც მწერებს ადამიანებისა და ცხოველების საკვებში ცილის მისაღებად იყენებენ.
დასკვნის მიხედვით, ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმის მიხედვით დგება, თუ რა ვითარებაში გაიზარდა მწერი და საკვებში გამოყენებამდე როგორ დაამუშავეს.
გაერო ვარადობს, რომ "საკვები მწერები" მოსახლეობის რაციონალური კვების სრულფასოვან წყაროს ვერ უზრუნველყოფს.
როგორც ცნობილია, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა შეაფასა პოტენციური, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეები, ასევე ალერგიის გამომწვევი რისკები, რომლებიც ფერმის მწერების საკვებში გამოყენებასა და მეურნეობის საბოლოო პროდუქტის მიღებასთანაა დაკავშირებული.
კვლევის მიხედვით, კონკრეტული წარმოების მეთოდები, სუბსტრატის გამოყენება, მწერის სახეობა და მოსავლის ხარისხი საკვები პროდუქციის ბიოლოგიურ და ქიმიურ დაბინძურებაზე გავლენას ახდენს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკვე იძიებს "საკვები მწერების" როლის უსაფრთხოების გარანტიას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიეტას იცავენ.
სასოფლო-სამეურნეო მიწის, წყლის, ტყის, ბიომრავალფეროვანი რესურსების დეფიციტი საკვები ნივთიერებების განახლებად ენერგიას ითხოვს.
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ მაღალი ცილის შემცველი მწერების სახეობები განსაზღვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1 900-ზე მეტი სახეობის მწერს მთელ მსოფლიოში ხალხი რეგულარულად მოიხმარს.
თუმცა მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ფარგლებში რამდენიმე სახეობის მწერის, კერძოდ, ბუზების, ჩრჩილის და ჭრიჭინების საკვებში გამოყენება აიკრძალება.
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის მოთხოვნით, ჯანმრთელობის კომისიისა და მომხმარებელთა დირექტორიატმა აღიარა, რომ მწერების აღრიცხვა ევროკავშირის მცირე ბაზარზე ხდება, თუმცა ინტერესი მის მიმართ თანდათან უფრო მატულობს.
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის მეცნიერის განცხადებით, საწყისი შეფასება ორიენტირებულია საზოგადოებაში პოტენციური რისკების და საფრთხეების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.