დასავლეთ ევროპაში მიგრანტებისთვის საზღვრის ჩაკეტვის გამო, 10 000-ზე მეტი ლტოლვილი სერბეთში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ 10 000-ზე მეტი ლტოლვილი სერბეთში იმყოფება. ეს არის ადამიანების დიდი ნაკადი, რომელიც მდინარის ტალღას ჰგავს, ხოლო თუ ნაკადს შეაჩერებ, დაიტბორები,"_ განაცხადა UNCHR-ის სპიკერმა, მელიტა სანჯინმა.
მისივე თქმით, ლტოლვილებს არ აქვთ საკმარისი საკვები, საბნები და საერთოდ ყველაფერი აკლიათ.
როგორც ცნობილია, სერბეთი-ხორვატიის საზღვარს ყოველდღე 5 000-ზე მეტი ლტოლვილი კვეთდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საზღვრები ოფიციალურად 700 000-მა მიგრანტმა გადმოკვეთა, რომლებიც ომს და სიღარიბეს გამოექცნენ.
უნგრეთის მთავრობის განცხადებით, მიგრანტები ძირითადად მუსულმანები არიან, რაც ევროპის კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და ქრისტიანულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის, ხოლო სერბეთი და ხორვატია, რომლებიც საზღვართან გაჩერებული მიგრანტების ნაკადას ქვეყანაში არ უშვებენ, უფლებების დამცავ ღობეს ქმნიან.