"რუსთავი 2"-ის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ მხარეს საპროცესო უფლებები დაურღვია.
"არაფორმალურ, არადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი თქვენი მხრიდან"_ მიმართა "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა პროცესის დაწყებისას მოსამართლეს და განმარტა, რომ ის მხარეებს მომზადების უფლებას არ აძლევს.
"თქვენ უნდა იყოს თვალდახუჭული თემიდას სიმბოლო, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ მოსამართლესთან მოვდივართ, მოვდივართ მხარესთან," _ თქვა სასამართლო დარბაზში თამთა მურადაშვილმა.
რასაც მოსამართლესა და "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარეს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.