ამ წუთებში გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზში საქართველოს პარლამენტის წევრები თამაზ მეჭიაური, ზვიად კვაჭანტირაძე და თემურ ჭკუასელი, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს 2016 ბიუჯეტის საჯარო განხილვას ესწრებიან.
შეხვედრა უკვე კითხვა- პასუხის რეჟიმი მიმდინარებს. პირველი შეკითხვის ავტორი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აღმოჩნდა. ის დაინტერესდა, 2016 წელს მოხდება თუ არა პენსიის ზრდა. პასუხი ამ კითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ვერ მიიღო. მეჭიაურის თქმით, მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა და ჯერჯერობით კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს. მისივე თქმით, 2016 წელს საკმაოდ იზრდება პესიონერთა რიცხვი და აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის დაზუსტებული ეს საკითხი, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.
ჭკუასელი მთის კანონით დაინტერესდა. მისი შეკითხვა ეხებოდა საკითხს, რომელ სოფლებს შეეხებათ ეს კანონი გურიის რეგიონიდან, თუმცა ვერც მან მიიღო სრულყოფილი პასუხი კითხვაზე. მეჭიაურის განმარტებით, ამ საკითხზეც მიმდინარეოს მუშაობა თუ რომელ სოფლებს მიენიჭებათ ეს სტატუსი.