რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც ასევე ტელეკომპანიის 91 პროცენტი წილის მფლობელების ლევან და გია ყარამანაშვილების ადვოკატიცაა, კიევში იმყოფება და იქედან აკეთებს საქმეზე სამართლებრივ შეფასებას.
ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი აღარაფერია, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ის მაინც შოკირებული დარჩა.
"იმისათვის რომ ეს გადაწყვეტილება გამოეტანა, ურთმელიძეს უნდა გაეუქმებინა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, მან ეს გააკეთა. ამითაც არ დაკმაყოფილდა და დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით. დღეს ჩვენ ვართ მთლიანად კანონის ფარგლებს გარეთ. მე დღეიდან აღარ ვარ გია და ლევან ყარმანაშვილების ადვოკატი, არამედ ვარ ერთი უბრალო მოქალაქე, რომელიც იცავს ჩვენს მომავალს. მე ვპირდები მას, რომ ხანგრძლივ დროს გაატარებს ციხეში."- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.