საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს მზად არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან მოსალაპარაკებები გამართოს.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არჩევნები კარგად ჩაატარა.
კალაძე ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში ვიცეპრემიერმა პარლამენტის დეპუტატების _ გუგული მაღრაძის და თამაზ მეჭიაურის შესახებაც ისაუბრა, რომელთა გამონათქვამები ბოლო დროს განხილვის თემაა.