EURONEWS-ის ინფორმაციით, საფრანგეთი პირობას დებს,რომ პარიზში მომხდარი თავდასხმების გამო "ისლამურ სახელმწიფოს" გაანადგურებს.
როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, მისი ქვეყანა ხანგძლივი ომის წინაშე დგას.
მან ასევე დასძინა,რომ დარწმუნებულია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს დაამარცხებენ.
"ერაყში ამ ტერორისტული ორგანიზაციის გავლენა მცირდება,რაც ინტენსიური დაბომბვევის შედეგია და ჩვენ გავაგრძელებთ დაბომბვას,"_განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ომი მაშინ დასრულდება, როცა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს გაანადგურებენ.
"საფრანგეთის პრეზიდენტის და საფრანგეთის სურვილია,რომ ვიბრძოლოთ ომის დასრულებამდე, ვიდრე ერაყსა და სირიაში მათ მებრძოლებს არ გავანადგურებთ,"_განაცხადა ვალსმა.
როგორც ცნობილია, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთმა ისლამური სახელმწიფოს დასაყრდენ ქალაქ რაქაზე საჰაერო იერიში მიიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად ორი სამხედრო ცენტრი დაიბომბა.