თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაეპ ერდოგანმა რუსეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში. ეს მოწოდება ერდოგანმა დღეს ქალაქ ბაიბურთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
" ის, ვინც ტერორიზმთან ბრძოლისას ორმაგ სტანდარტს იყენებს, ცეცხლს ეთამაშება. ის ვინც სახელმწიფო ტერორზე მხარდაჭერას 380 ათასი ადამიანის სიცოცხლეს ანაცვალებს ცეცხლს ეთამაშება. ის, ვინც ჩვენს მოქალექეებს პრობლემებს უქმნის რუსეთში, ცეცხლს ეთამაშება. ჩვენ მეგობრული განწყობით გეუბენებით: ნუ ეთამაშებით ცეცხლს." – აღნიშნა მან.
პრემიერი თქმით, თვითმფინავის ინციდენტის შემდეგ რუსეთმა მისი ქვეყანა ხალიფატისაგან ნავთობპროდუქტების შეძენაში დაადანაშაულა და ჭორებს ავრცელებს. " ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობპროდუქტებს ხალიფატისაგან და დროა, რომ ამ ჭორის გავრცელება შეწყვიტონ." – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერდოგანი თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა გამიზნული. "ეს იყო ავტომატური პასუხი საზღვრის დარღვევაზე." – აღნიშნა მან.