რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა მამაკაცებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემაში მეტად თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ქალბატონი ჯენიფერი მკითხველების წინაშე ევას კოსტიუმში წარსდგა და სამოსელიდან მხოლოდ ზოლიანი ჰალსტუხი "ამკობდა".
ცოტა ხნის წინ ბრედ პიტის ყოფილი მეუღლე პოპულარული ტელეწამყვანი დევიდ ლეტერმანის შოუში გამოჩნდა.
პროვოკაციული შეკითხვებით ცნობილი დევიდი 46 წლის ენისტონს პიკანტურ გადაღებებზეც ესაუბრა.
მსახიობმა ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცა კითხვებზე, დევიდს გაუწოდა კოლოფი, რომელშიც ის ზოლიანი ჰალსტუხი იყო.
საინტერესოა, რომ ლეტერმანი ამ მამაკაცური აქსესუარის კოლექციონერია და რაღა თქმა უნდა, სიხარულით მიიღო ძღვენი. უფრო მეტიც, მაშინვე მოირგო ჰალსტუხი, რითაც ქალბატონი ჯენიფერი ძალიან გაახარა.