ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის თანახმად მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი კვების უზრუნველყოფის პროგრამით 100 000 ათასი ლარი არის გამოყოფილი.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ქალაქ ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მარიკა ნაცვალაძის ინფორმაციით, 2016 წელს უფასო ერთჯერად საკვებს 155 ადამიანი მიიღებს.
"- 2015 წელს უფასო კვებით 144 ადამიანი სარგებლობდა, 2016 წელს კი ეს რიცხვი იზრდება და 155 ადამიანი ისარგებლებს ამ პროგრამით," – თქვა ნაცვალაძემ.
საკრებულოს სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი ადამიანის კვება ერთ დღის განმავლობაში 1.73 თეთრი ჯდება.