დღეს, დილით ფერმერი და მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი "გურია ნიუსის"რედაქციას ეწვია.
"ხშირად გაწუხებთ, მაგრამ ჩემი პრობლემა პრობლემად რჩება. აგრარული ბაზრის წინ ისევ არ არის ჩემი ადგილი. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დამანებონ თავი და იმ ადგილას, სადაც ახლა ვარ, მომცენ მწვანილის გაყიდვის უფლება. ამ დილით უკვე აღარ მომცეს ამ ადგილზე ვაჭრობის ნება. არ არის გამორიცხული, შიმშილობა დავიწყო ან სასამართლოს მივმართო. ვალები მაქვს და გადახდის საშუალება არ მაქვს . არ მინდა, რომ ეს ქვეყანა ჩალით იყოს დახურული. იქნებ მომაქციონ ყურადღება და ეს საკითხი მოაგვარონ. მეც ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ, უკვე ასაკში ვარ და დავიღალე ამდენი ბრძოლით." – გვითხრა შოთა შაქარიშვილმა.
ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შაქარიშვილი, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა და შეთავაზებისა, შესულიყო აგრარულ ბაზარში, არ ემორჩილება კანონს და პრინციპულად ქუჩაში ვაჭრობას ითხოვს.
"როცა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება, ვერცერთი გარე მოვაჭრე ქუჩაში ვაჭრობას ვეღარ შეძლებს." – აცხადებენ პრესსამსახურში.