ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რუსეთს დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა გაუგრძელონ, იტალიამ მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, იტალიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
იტალიელი დიპლომატების თქმით, მათ სურთ, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ.
მათივე განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთთან სირიის კონფლიქტის გამო გამოსავალი უნდა იპოვოს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაუწესა.