ქალაქ ოზურგეთში 2015 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზატორობით და ინიციატივით საქართველოს 9 დიდ ქალაქში გაიმართა.
ღონისძიება საინფორმაციო კამპანიას სახეს ატარებდა. კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, ასევე განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები.
ღონისძიების ფარგლებში , მოსახლეობას სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველ ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით.