ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მცირე ინცინდენტს ქონდა ადგილი. წყაროს ცნობით სოფლის ცენტრში ყოფილი პოლიციის შენობის გვერდით არსებულ ძველ შენობაში, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო, მისმა მეპატრონემ სარიტუალო დარბაზის გაკეთება გადაწყვიტა და საამისოდ კანონის დარღვევით მოჭრა ნაძვის ხეები.
"სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა შენობის წინ მოჭრა ძალიან დიდი ხნის ნაძვები. მეზობლები ამბობენ, რომ ის ტერიტორია, სადაც ხეები იყო, არ წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას და შესაბამისად, უკანონოდ მოჭრა ნაძვები", – აღნიშნავს წყარო.
საპირისპიროს აცხადებს ჩვენთან საუბარში გამგებლის წარმომადგენელი ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა კუნჭულია.
"ეს შენობა გიორგი ჩიჩუას ეკუთვნის, რომელიც ქალაქ ლანჩხუთის მკვიდრია. რამდენადაც მე ვიცი, კუთვნილ ფართში ის სარიატუალო დარბაზის აშენებას გეგმავს. ინცინდენტს მართლაც ქონდა ადგილი, თუმცა ამ ეტაპზე იგი ამოწურულია. ჩიჩუამ კუთვნილ ტერიტორიაზე, ყოველგვარი კანონის დაცვით მოჭრა ნაძვის ხე, რომელიც ხმელი და გამოუსადეგარი იყო. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში ქონდა. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საჩივრით დარეკა ცხელ ხაზზე, იყვნენ კიდევაც მოსულები გარემოს დაცვის ინსპექციიდან, მაგრამ საბუთების შემოწმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია"– განაცხადა კუნჭულიამ.