ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საჯარო გახადა იმ ლუდის რეცეპტი, რომელიც თეთრ სახლში ამჟამად რეგულარულად იხარშება.
ლუდის მოსახარშად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსეს და ამჟამად ხელმისაწვდომია ლუდის ორი სახეობის რეცეპტი: „თეთრი სახლის "თაფლის ველი" და თეთრი სახლის "პორტერი".
ადმინისტრაციის ცნობით, "თაფლის ველი" პირველი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც დამზადდა თეთრ სახლში.
მართალია, თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტები, ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი, ალკოჰოლური სასმელების დამზადებით ასევე იყვნენ გატაცებულნი, მაგრამ, არც ერთ მათგანს თეთრ სახლში არ უცხოვრია.