საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, პარლამენტში პოლიტიპატიმრების ახალი სიის შესახებ მუშაობა არ მიმდინარეობს.
როგორც გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, პოლიტიპატიმრების ახალ სიაზე მუშაობა პარლამენტის მხრიდან არ იქნება სწორი.
"თუ მუდმივმოქმედი პოლიტპატიმრების კომისია იარსებებს კომიტეტში, რომელსაც როცა მოუნდება ვინმეს გაშვება, იტყვის რომ პოლიტპატიმარია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვეცილებით შეწყალების კომისიას და პრეზიდენტს, რაც ინტიტუციონალურად არასწორია. ",_ განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ არასწორი სტანდარტი იქნება თუ პარლამენტში პოლიტიპატიმრების თემა კიდევ წამოიწევა.
"რადგან ეს იქნება შეწყალების კომისიის მსგავსი ინსტიტუტი. ამნისტიის კანონში რომ მოექცა პოლიტპატიმრების სია, მიზანი იყო რომ პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები გამოგვეშვა ციხიდან, ამისთვის ასეთი სამართლებრივი ფორმა გამოინახა. თუმცა, თუ ეს გაიწელება არ იქნება სწორი", _ განაცხადა ფოფხაძემ.