მუსიკალურ პროექტ VOICE-ს მონაწილე თეონა ყოლბაიას ციხიდან გათავისუფლებას BBC გამოეხმაურა.
BBC-ის ინფორმაციით, თეონა ყოლბაია ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში იმღერა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის 2012 წელს ქურდობისთვის დააპატიმრეს, თუმცა პატიმრობას მისთვის ხელი არ შეუშლია მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა მიეღო.
როგორც ცნობილია, დარბაზში ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
სასჯელაღსრულების მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" მადლობა გადაუხადა, რადგან ის პატიმარს რეინტეგრაციაში ეხმარება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ყოლბაიამ პირობა დადო, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს მიცემულ შესაძლებლობას ცხოვრების თავიდან დასაწყებად.