ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა მთავარი საახალწლო ატრიბუტის _ ნაძვის ხის აწყობა.
_ მიუხედავად იმისა, რომ თავზე დიდი ვარსკვლავი აქვს, ჩვენსავით ღარიბია. ალბათ, რეალობის შესაბამისად ააწყვეს, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები და იმედოვნებენ, რომ დაბის ცენტრში მოსეირნე საქონელს ნაძვის ხე არ "შემოეჭმებათ"
_ წინა წლების პრაქტიკა გვაძველვს შიში საფუძველს. ხან იწვება, ხან თხა და ძროხა ჭამს…. იმედია, წლეულს მშვიდობით გავალთ ფონს, _ დასძენენ ჩოხატაურში.
ჩოხატაურელები აქცენტს ნაძვის თავზე დამაგრებულ ვარსკვლავზეც აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ბევრს საბჭოთა კავშირი გაახსენა.