საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამისა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე და აბაშიძე-კარასინის ფორმატზე საუბრისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დიალოგის აღნიშნული ფორმატი რისკების შემცირებას ემსახურება.
„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის მიღწევა, ისე ნატოს წევრობა. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ გზაზე არსებობს. რუსეთთან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, არის რისკების შემცირების საშუალება იმისათვის, რომ ჩვენს საგარეო, პროდასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს. ა
ბაშიძე-კარასინის დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ ამ რისკებმა არ მაიღწიოს იმ დონეს, რომელიც შესაძლებელია გახდეს რისკი საქართველოს პროდასავლური ვექტორისათვის", – განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, იგი ძალიან შეშფოთებულია ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო.