გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 4-5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამის საათებში დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ყინვა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში _ 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში _ მინუს 7 გრადუსამდე.
6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს _ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში _ თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში _ თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსის ფარგლებში, დღისით _ +6, +11 გრადუსის ფარგლებში.