ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი გზის გარეშეა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დილით, გურია ნიუსთან საუბრისას გამგებელი ამბობდა, რომ გზები ყველა მიმართულებით იწმინდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ბევრ სოფელშია პრობლემა.
ამ ყველაფრის პარალელურად კი სამი ერთეული ტექნიკა ჩოხატაურის ცენტრშია გაჩერებული.
_ ხალხს ანახებენ, რომ ტექნიკა ყავს, არ გვინდა ამის ნახვა, გზები გვინდა გაწმენდილი, _ აღნიშნეს ჩოხატაურელებმა.
ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ტრაქტორები ყველგან ვერ მუშაობენ.
_ მათი გაჩერების მიზეზი ისაა, რომ ვერ შედიან იმ სოფლებში, სადაც დიდი თოვლია. იქ სხვა სახის ტექნიკა, ე.წ. დეტე მუშაობს, _ გვითხრა კუჭავამ.