3 იანვარს, ოზურგეთში ორი ყაჩაღობა მოხდა _ დროის მცირე მონაკვეთში ჯერ "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, შემდეგ კი, დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარე გაზგასამართი სადგური "პრომეთე გაზი".
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.