მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სადღესასწაულო ლიტურგია დაწესებულებებში დილამდე გაგრძელდა.
სხვადასხვა დაწესებულებებში მსჯავრდებულებმა შობის დადგომისას 12 საათზე საკუთარი საკნების ფანჯრებთან სანთლები აანთეს.
სადღესასწაულო ლიტურგია N19 ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშიც აღევლინა. ლიტურგია ჯვრის მონასტრის მოძღვარმა, მამა ექვთიმემ ჩაატარა. წირვა-ლოცვის დაწყებამდე რამდენიმე მსჯავრდებული მოინათლა.
(R)