"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიაში პოლიტიკური ცენტრი "გირჩიs" გაიხსნა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, “გირჩის“ რეგიონული ოფისი ოზურგეთში იქნება და მის ხელმძღვანელი გია თავართქილაძე არის.
_ ამ ეტაპზე გურიაში ერთი ოფისი გვაქვს, მაგრამ მოგვიანებით მოხდება ჩოხატაურში და ლანჩხუთში ჩვენი წარმომადგენლობის შერჩევა. – გვითხრა გია თავართქილაძემ.
გია თავართქილაძე 2007 წლამდე გურიის და ფოთის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა. ამ ეტაპზე კი კერძო სექტორში არის დასაქმებული.
მისივე თქმით, ის ამ წუთებში თბილისში იმყოფება.
_ ორ დღეში ვიქნები ოზურგეთში და დაიწყება წევრების მიღება ორგანიზაციაში, – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს გია თავართქილაძემ.
g