„დალას მავერიქსის“ ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ საქართველოს მაცხოვრებლებს შობა მიულოცა და მხარდაჭერისთვის თავისი მადლიერება გამოხატა.
„გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია" – წერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
შეგახსენებთ, NBA-ს ოფიციალური საიტის ახალი მონაცემების თანახმად, “All-Star“-ის კანდიდატების რეიტინგში ჩვენმა კაპიტანმა დიდი წინსვლა განიცადა და 194 421 ხმით დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.