"ადრე ოზურგეთში თოვლის მოსვლისთანავე ქუჩაში ისმოდა გოგო-ბიჭების ჟრიამული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბიჭები ხელში თოვლის გუნდით. ხშირად გაიგონებდით, გეხვეწები, არ მესროლო. სად არიან დღეს ახალგაზრდები. ნუთუ კომპიუტერმა ჩაყლაპა?" – გვითხრა "გურია ნიუსის" რედაქციაში სტუმრობის დროს ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველმა, მანანა ლომაძემ.
" ძალიან მწყდება გული, რომ ქუჩაში ვერ შეხვდებით ახალგაზრდა ოზურგეთელ ბიჭებს თოვლის გუნდით ხელში. მესვრი? გეხვეწები არ მესროლო! – მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში თუ როგორ ვეხვეწებოდით ბიჭებს, რომ არ ესროლათ თოვლის გუნდა. ზოგი მათგანი მართლაც არ გვესროდა გუნდებს, ზოგი კი პირიქით. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდობის მოგონებად დარჩა.მენატრება ეს დრო," – გვითხრა მანანა ლომაძემ.