წლევანდელი ზამთარი გურიაში განსაკუთრებით უხვთოვლიანია. გარდა იმისა, რომ სუსტი ზრდის საძირეზე დამყნილი ხეხილოვნები სასწრაფოდ უნდა დაბერტყოთ ამ დროს, ამასთანავე მცენარის ირგვლივ უნდა გავაკეთოთ ოდნავ ამოღრმავებული, ე.წ. "ჯამები". ეს საშუალებას მისცემს დამდნარ თოვლს, მთლიანად ხის ირგვლივ დარჩეს ტენის შენარჩუნების მიზნით. შეიძლება იფიქროთ, რომ ჩვენი ნიადაგი ისედაც ტენიანია და რა საჭიროა ეს? საქმეც ამაშია _ უცაბედი გამოდარების შემთხვევაში, წითელმიწა ნიადაგი სასწრაფოდ იწყებს გამოშრობას, მერე კი ხმება და ნიადაგში საერთოდ არ ხდება ჰაერაცია.
თებერვლის მზიან ამინდში ხეხილოვნებს აუცილებლად უნდა ჩამოვფხიკოთ ხმელი ქერქი, შემხმარი ნაწილები და არ დავტოვოთ ის ძირების ირგვლივ, "ჯამებში". მოვხვეტოთ და დავწვათ. არ შეიძლება, მისი საკომპოსტე მასალაზე დამატება, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა მღიერების და მავნებელი ავადმყოფობის ბუდედ გადაიქცეს.
თებერვლის მშრალ ამინდში ასევე შემოვუბაროთ მცენარეებს, არ დაგვავიწყდეს ლენტისებური გადაბარვაც, რაც ზედმეტი არასდროს არაა მცენარისთვის.
ზოგადად, ზამთრის პერიოდში ფესვთა სისტემა ამყარებს მჭიდრო კონტაქტს ნიადაგის ნაწილებთან, რაც მერე, გაზაფხულზე მცენარეს ძლიერი ვეგეტაციის საშუალებას აძლევს.