2015 წელს, ბუნდესტაგზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები რუსული სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გერმანული ჟურნალი „შპიგელი“ დღევანდელ ნომერში ავრცელებს.
გამოცემას გერმანული კონტრ-დაზვერვის მაღალჩინოსნის სიტყვებიც მოჰყავს, მასში ნათქვამია, რომ 2015 წლის დასაწყისში ბუნდესტაგზე განხორციელებული ჰაკერული შეტევები „რუსულ სამხედრო დაზვერვასთან (გრუ) იყო დაკავშირებული“.
„Spiegel“-ის წყარომ ასევე განაცხადა, რომ ჰაკერების მოქმედება როგორც გერმანიის, ისე ნატოს სხვა ქვეყნებში განხორციელებული თავდასხმების ანალოგიური იყო.
გამოძიების მასალების თანახმად, რომელიც „შპიგელის“ სტატიაში გამოქვეყნებული, კიბერ-შეტევა ჰაკერული ჯგუფებმა „Sofacy“-მ და „APT28“-მა განახორციელეს, რომლებიც გერმანული სპეცსამსახურების ინფორმაციით „რუსეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება“.
კიბერ-შეტევის შედეგად ბუნდესტაგის კომპიუტერულ სისტემაში ე.წ. ტროიანის პროგრამა იქნა გაშვებული. ამის წყალობით თავდამსხმელებმა გერმანული პარლამენტის შიდა დოკუმენტებზე წვდომა მიიღეს. ამასთან გერმანული მხარე დღემდე არ ასაჯაროებს, კერძოდ რა სახის ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ჰაკერებისთვის.
გამოცემის ინფორმაციით, უცხოური სპეცსამსახურების აგენტების უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით, კარლსრუეს ფედერალურმა პროკურორმა 15 იანვარს ოფიციალური გამოძიება დაიწყო.