ჰოლივუდის ნიშანი 1923 წელს შეიქმნა, მაგრამ არა როგორც "მსოფლიოს ოცნებების ფაბრიკის" სიმბოლო, უბრალოდ, ეს იყო ლოს-ანჯელესის ახალი საცხოვრებელი კვარტლის რეკლამა. წარწერა უფრო გრძელი იყო: HOLLYWOODLAND. ფიქრობდნენ, რომ წელიწადნახევარს გაძლებდა, თუმცა, კინოინდუსტრიის სწრაფი განვითარების გამო, გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს "ოსკარის" ქანდაკება თაბაშირისგან დაამზადეს.
დროთა განმავლობაში HOLLYWOOD-ის ასოებმა ცვენა დაიწყო. 1978 წელს ჟურნალ "ფლეიბოის" დამაარსებელმა ჰიუ ჰეფნერმა ორგანიზება გაუკეთა აუქციონს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა ელის კუპერმა დაასპონსორა ასო "O"-ს აღდგენა. ჯინ ოტრიმ და პოლ უილიამსმა კი – "L" და "W" დააფინანსეს.
"დიდების ხეივანში" პირველ ვარსკვლავს, რომელიც ჯოან ვუდვარდს მიეძღვნა, 1960 წლის 9 თებერვალს ჩაეყარა საფუძველი.
ჯინ ოტრი ხელოვნების ერთადერთი მოღვაწეა, რომელსაც ვარსკვლავზე 5 ემბლემა აქვს.
2001 წლის ნოემბერში ჰოლივუდის გულში გაიხსნა "კოდაკის თეატრი", რომელიც 3 000 მაყურებელს იტევს. ეს თეატრი ამერიკული კინოხელოვნების აკადემიის პრემიის – "ოსკარის" გადაცემის მუდმივი ადგილი გახდა
ჰოლივუდში კინოს აჩვენებენ ყველგან – დიდ ეკრანებზე, კედლებზე, პლაკატებზე, სასაფლაოებზეც. აქ არის "ვარსკვლავური სასაფლაო“"HOLLYWOOD. ახალ ფილმებს კინოფორუმ Cinespia-ს ჩარჩოებში აჩვენებენ ჰოლივუდის ლეგენდის, რუდოლფო ვალენტინოს მავზოლეუმის კედლებზე.
ტერმინი "ჰოლივუდის ღიმილი" მოიფიქრა ფრანგმა სტომატოლოგმა ჩარლზ პინკუსმა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ჰოლივუდელ მსახიობებს მოელვარე, ჩაწიკწიკებული თეთრი კბილებით რომ მოეწონებინათ თავი სწორედ მან გამოიგონა ტექნოლოგია HOLLYWOOD LIMINATES – კერამიკული მთლიანი გვირგვინი, რომელიც მსახიობის კბილებზე სპეციალური ადგეზიური, ანუ, წებოვანი ფხვნილის საშუალებით მაგრდებოდა.