"რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებული საგადასახადო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სამი გიგანტური კომპანიის – საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და ევექსის შეღავათებს, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ფისკალურ პოლიტიკაზე, ან საინვესტიციო გარემოზე. მით უმეტეს ამით არ განვითარდება საქართველოს ფინანსური ბაზარი. პირიქით ისედაც პრობლემატურ სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება მილიონობით ლარი. "-ამბობს ფინანსური ბაზრებისა და რისკების მართვის ექსპერტი ამირან აზალაძე.
საუბარია საგადასახადო შეღავათზე, რომელიც მთავრობამ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასულ სამ მსხვილ კომპანიას დაუწესა. ესენია"საქართველოს ბანკი", "თბისი ბანკი" და "ჯანდაცვის კომპანია." მოთხოვნა თავად კომპანიების მხრიდან მომდინარეობდა და ახსნილი იყო იმ აუცილებლობით, რომ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გასვლა დიდი ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
"ცვლილებაზე საეჭვოდ დუმს, როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია, რაც ბადებს უამრავ შეკითხვას და ეჭვს გარკვეულ კორუფციულ გარიგებებზე, მთავრობასა და კერძო კონპანიებს შორის. სავარაუდოდ ეს ცვლილება განხორციელდა ამავე კომპანიების ხისტი ლობირებით.
რა თქმა უნდა, ბიზნეს ესაჭიროება ხელშეწყობა, მაგრამ აქ არ უნდა იყოს ექსკლუზივები და ამით არ უნდა დაზარალდეს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაა..
ნებისმიერი საგადასახადო ცვლილება, რომლის მიზანია ბიზნესის და ზოგადად ფინანსური ბაზრების განვითარება, მორგებული უნდა იყოს კერძო სექტორის დიდი ნაწილისთვის და არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები".-აღნიშნავს დარგის ქსპერტი.
ამავე თემაზე: საგადასახადო შეღავათები მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის