გურიის საპატრულოს მალე ახალი შენობა ექნება. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, არა მარტო საპატრულოსთვის აშენდება ახალი შენობა, არამედ, იქვე განთავსდება პრობაციის ეროვნული ბიუროს გურიის სამსახურიც.
აღნიშნული სამსახურებისთვის ახალი შენობის აშენების მიზეზი, ფართის სიმცირეა.
შსს გურიის პოლციის დეპარტამენტისთვის ახალი შენობის აშენებისთვის ფართი უკვე გამოყოფილია და ის შპს "მედალფას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ნონეშვილის ქუჩაზე განთავსდება.