სამხრეთ კორეამ მოულოდნელად სამრეწველო კომპლექსის დახურვა გადაწყვიტა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას საზღვართან ახლოს მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეამ აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ კორეის დასჯა ბირთვული სარაკეტო სისტემის ტესტირების გამო გადაწყვიტა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამრეწველო კომპლექსში, სადაც ტანსაცმლისა და ელექტრო ტექნიკის წარმოება მიმდინარეობდა, 54 000 ჩრდილოეთ კორეელი იყო დასაქმებული, რომლებსაც ხელფასს სამხრეთ კორეის ხელისუფლება უხდიდა.