მექსიკაში, მონტერეიში, ტოპო ჩიკოს ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ბუნტის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცავებიც არიან.
როგორც ცნობილია, რამდენიმე პატიმარმა გაქცევა შეძლო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ციხეში ბუნტი გამთენიისას დაიწყო და ციხიდან ამოსული კვამლის დანახვა ქუჩაში მოძრავ ადამიანებს შეეძლოთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე პატიმრების ნათესავები არიან შეკრებილი.
მომხდარზე კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია.