ლანჩხუთის სკოლამდელი-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში მოხდება სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება და ანალიზი.
"მიმდინარე წლიდან ჰიგიენური კუთხით დაქირავებული გვყავს შ.პ.ს .,, სადეზინფექციო ცენტრი „ჰიგია+", რომელიც ახორციელებს ჩვენდამი დაქვემდებარებულ ყველა საბავშვო ბაღში წყლის ლაბორატორიულ შემოწმებასა და ანალიზს,აგრეთვე ბაღების ჰიგიენურად შეწამვლასა და დამუშავებას,რომელიც ითვალისწინებს ბაღების შენობა–ნაგებობების და ეზოების დეზინფექციასა და დერატიზაციას", – გვითხრეს სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში.