ლათინური ამერიკა ზიკა ვირუსს ებრძვის. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ქვეყანაში ზიკა ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ვენესუელაში ზიკა ვირუსით დაავადების 319, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 შემთხვევა გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსს მწერები ავრცელებენ, თუმცა ამერიკელ დაავადებულს ვირუსი სქესობრივი გზით გადაედო.
მაუწყებლის ცნობით, ბრაზილიელები ვირუსის გამო შეშფოთებულები არიან, რადგან აგვისტოში ქვეყანამ ოლიმპიადას უნდა უმასპინძლოს.
როგორც ცნობილია, ზიკა ვირუსი ნერვული სისტემის აშლილობას იწვევს, განსაკუთრებით კი ბავშვებში, რომლებიც არანორმალურად პატარა თავით იბადებიან.