ირანი ევროპაში გაზის ექსპორტირების საკითხში ქართული მხარის დაინტერესებას აქტიურად ცდილობს. ამას საქართველოში ირანის ელჩის აბას თალების გუშინდელი განცხადებებიც მოწმობს, რომელიც ირანულმა მედიამ გამოაქვეყნა.
თალებიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ირანული მხარის სურვილი, რომ ევროპაში გაზის ექსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო „ისნა“ ავრცელებს.
ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ირანს საქართველოსთვის გაზის მიწოდება , როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ევროპაში სატრანზიტოდ შეუძლია.
ირანული მხარის საქართველოთი დიდ დაინტერესებას ელჩის კიდევ ერთი განცხადება მოწმობს, სადაც თალები ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტი გადაწყვეტილება საქართველომ თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს და ირანიც თავის მხრივ მასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
აბას თალების სიტყვებით, ამჟამად ირანიდან საქართველოში გაზის მიწოდების შესაძლო მარშრუტის შესწავლა ხდება. ერთ-ერთ მათგანის თანახმად, გაზის მიწოდება აზერბაიჯანის გავლით მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარშრუტთან დაკავშირებით თავისი წინადადება სომხურმა მხარემაც წარმოადგინა. ირანული მხარის განცხადების თანახმად, გაზის სვოპ მიწოდების საკითხიც განიხილება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved