საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არავინ არ ახსენებს და "საქართველო მთლიანად გამქარალია რადარებიდან".
"საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არავინ არ ახსენებს. აღარ ახსენებს ამას იმიტომ, რომ საქართველო აღარ ლობირებს ამას. მთლიანობაში საქართველო მთლიანად გამქარალია რადარებიდან. რაც უნდოდათ ის გააკეთეს.
სხვათა შორის, ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი, საერთოდ აღარანაირი ვაშლი აღარ ვართ, არც კიტრი არ ვართ. ვართ გამქრალები.
როცა მოგყავს "გაზპრომის" მთავარი აქციონერი, მან გააკეთა ზუსტას ის, რასაც რუსეთი მთელი ეს წლები ცდლობდა რომ მიეღწია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთბაშად მიაღწიეს ყველაფერს. ჩვენ რადარებიდან ვართ გამქრალები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისივე თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოზე ყოველთვის საუბრობდნენ:
"ახლა ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო. აი, ეს არის რეალობა. რამდენი პრემიერ-მინისტრიც არ უნდა გამოაგზავნონ, იქნებიან ერთი პროვინციელი ფეოდალის, არ ვიცი რა ვუწოდო, მცხვენია, რომ პრემიერ-მინისტრს მონა ვუწოდო, მაგრამ სხვა რა ჰქვია ამ თანამდებობის პირებს, მე არ ვიცი.
მინისტრებიც ზუსტად ასეთივეა. ეს არის რეალობა. შეგვიძლია თვალები გავუსწოროთ რეალობას, ან გავაგრძელოთ სიცრუეში ცხოვრება", – განაცხადა სააკაშვილმა.