ამერიკამ ლიბიაში ისლამური სახელმწიფოს ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას NYTIMES ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.
დასავლეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ სამიზნეს იერიშის დროს ჩოუჩანი წარმოადგენდა, რომელიც ეჭვმიტანილია ტუნისის ეროვნულ მუზეუმზე თავდასხმაში, რის გამოც 22 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, მას ასევე ბრალი ედება ზღვისპირა კურორტ სუსში მომხდარ თავდასხმაშიც, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში ლიბიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ სპეციალური სადაზვერვო მისიების რაოდენობა გაიზარდა, რისი მიზანიც შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერის ადგილსაყოფლის განსაზღვრა და მათი სამოქმედო გეგმის გაგებაა.