მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი, ჯიმ ენ კიმი, ახალი ოქროს სტანდარტის შემოღების წინადადებით გამოდის, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კურსის დასადგენად ბაზრის ორიენტირი გახდება.
გავლენიან ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშლ თაიმსში" გამოქვეყნებულ წერილში მან ახალი – "ბრეტონ-ვუდის სისტემის" ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელმაც თანამედროვე სავალუტო "მცოცავი კურსების" სისტემა უნდა შეცვალოს.
ჯიმ ენ კიმის მტკიცებით, ფინანსურ ბაზარზე სტაბილურობის დაბრუნება მხოლოდ ბრეტონ-ვუდის მსგავსი სავალუტო ფიქსირებული კურსების სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომლის საფუძველიც სავალუტო კალათა უნდა გახდეს მსოფლიოს 5 წამყვანი ვალუტის შემადგენლობით: დოლარი, ევრო, იენი, გირვანქა სტერლინგი და იუანი. ამ სისტემამ საერთაშორისო სტანდარტად ოქრო უნდა გამოიყენოს.