„გურია ნიუსის“ რესპონდენტი ნუგზარ ტაკიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ცხოვრობს. იგი XI კლასის მოსწავლეა, თუმცა თავის თანატოლებთან ერთად არ დადის სკოლაში.
შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ის შინ სწავლების სახით ეუფლება ცოდნას და მის მიერ შერჩეულ ხუთ საგანში მეცადინეობს.
_ ძირითადად, დროს მარტოობაში ვატარებ, რა დროსაც ვკითხულობ წიგნებს, ვსარგებლობ ტელეფონით და კომპიუტერით, თუმცა, ვინაიდან ჩვენთან სოფელში ინტერნეტის ქსელი არ არსებობს, ინტერნეტ მოდემით ვსარგებლობ, მაგრამ მეგაბაიტების ყიდვა ჩვეულებრივ ნომერზე ძვირია, ჩემს მშობლებს კი ამდენი საშუალება არ გააჩნიათ. მაგთის კორპორატიული ნომერი ვერ ვიშოვეთ, რომელზედაც ბევრი მეგაბაიტი ირიცხება, თორემ, უფრო მეტს ვისარგებლებდი.
ჩემი ცხოვრება, ძირითადად, ერთფეროვანია, ხშირად არ მაქვს ადამიანებთან კონტაქტის საშუალება. ისედაც გადაადგილება მიჭირს, ხოლო კუთხე, სადაც ვცხოვრობ, სოფლიდან მოშორებითაა, _ აღნიშნა ტაკიძემ.
ტაკიძის ინტერვიუს „გურია ნიუსის“ ერთგული მკითხველი, ოზურგეთელი გია ცეცხლაძე გამოეხმაურა და სურვილი გამოთქვა მეთერთმეტე კლასელს ბიჭს დაეხმაროს.
გია ცეცხლაძე, რომელიც ძალიან ხშირად ეხმარება ჩვენს რესპონდენტებს ტაკიძეს ინტერნეტით უზრუნველყოფს.
„გურია ნიუსი“ გია ცეცხლაძეს მადლობას უხდის გამოხმაურებისთვის და იმ სიკეთისთვის, რომელსაც წლების მანძილზე იჩენს ადამიანების მიმართ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
ასევე იხილეთ: გამოხმაურება "გურია ნიუსს" _ 4 წლის ავადმყოფ პატარას მკითხველი დაეხმარა; სეფე კუპატაძეს გია ცეცხლაძე დაეხმარა; „ერთად გადავარჩინოთ მომავალი“; ჩვენ ვაკეთებთ "ივლიტას ბიბლიოთეკას"!