საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არანაირი პროექტის განხორციელება არ შეუძლია და მათ შორის არც იმის, რაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ იყო დაწყებული, მერე "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა და ახლა ისევ დაუბრუნდა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ისაუბრა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ "ჩემთვის ეგენი არიან ერთი უწიგნურო ოლიგარქის ხელის ბიჭები".
მან წინა პრემიერის თანამდებობიდან წასვლის აქამდე უცნობ დეტალებზეც ისაუბრა.
"წინა პრემიერი როგორ მოხსნა, დაურეკა მისი აპარატის უფროსს და უთხრა, საღამომდე დაწეროს განცხადებაო და იმის შემდეგ აღარც კი დაელაპარაკა," – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "ეს ყველაფერი გვიან ფეოდალიზმიც კი არ არის, ადრეული ფეოდალიზმია".
წყარო: www.rustavi2.com