დევით ბექჰემის ცოლი ვიქტორია ადამსი ამტკიცებს, რომ მათი 17-წლიანი თანაცხოვრება ზუსტად ისეთივეა, როგორიც პირველ დღეებში.
მართალია, გარშემო მყოფთ ამის ნაკლებად სჯერათ, მაგრამ გასულ კვირას ბრიტანულ გამოცემასთან "The Sun", ვიკი ქმრის ქებით დაიღვარა.
'ჩვენ იმაზე ბევრად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. იმის მიუხედავად, რომ სამი შვილი გვეყოლა, დევიდი ყოველდღიურად ცდილობს, გამაოცოს და ახალ-ახალი სიურპრიზები მოიგონოს, რაც კარგად გამოსდის.
მინდა, მასში ცუდი მხარე დავინახო, მაგრამ არ გამომდის. ის იდეალურია და ყველას გთხოვთ, იპოვოთ მასში რაიმე ცუდი, რომ მერე ვუთხრა ხოლმე", – განაცხადა ვიქტორიამ.