ემონიუსის ჯიშის მარადმწვან მცენარე, რომელიც ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაირგო,ყინვაგამძლეა და დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს კარგად ეგუება. ემონიუსი გამწვანების სისტემაშივიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეა.
დარგვის სამუშაოებს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ქალაქის მერი სამუშაო პროცესში თავადაც აქტიურად ჩაერთო.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქუჩების რეკონსტრუქციის სამუშაოები ქალაქის მერიამ გასული წლის ბოლოს დაიწყო. გაკეთდა გზაგამყოფი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქალაქის იერ-სახე, დაარეგულირა მოძრაობა, როგორც ქვეითთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო გახადა.
(R)