ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოო ტრამვების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
ინფოგრაფიკის მიხედვით, რომელიც ცენტრმა მოგვაწოდა, 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, საწარმოო შემთხვევების შედეგად სულ დაშავდა 691, ხოლო გარდაიცვალა 212 ადამიანი.
წლების მიხედვით ტრაგიკული სტატისტიკა ასეთია: 2011 წელს სამეწარმეო ტრამვების შედეგად დაიღუპა 54, დაშავდა -137 ადამიანი.
2012 წელს დაიღუპა 48, დაშავდა 289 ადამიანი.
2013 წელს დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა. დაშავდა 111 ადამიანი, დაიღუპა 23.
2014 წელს დაშავდა 72, დაიღუპა 45 ადამიანი.
2015 წელს წინა წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, საწარმოო ტრამვის შედეგად დაშავდა 82, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.