REUTERS-ის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სირიაში რუსი სამხედროების ზრდის გამო ნატო შეშფოთებულია.
"შეშფოთებულები ვართ რუსეთის მხრიდან სირიაში სახმელეთო და საჰაერო ძალების, ასევე ხმელთა შუა ზღვის აღმოსავლეთით საზღვაო ძალების ზრდის გამო,"_განაცხადა სტოლტენბერგმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება საუკეთესო საფუძველია სირიაში კრიზისის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.