ზიკა ვირუსი მძიმე ნერვიულ აშლილობას იწვევს, რაც მედიცინაში გუილიან-ბარეს სინდრომითაა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუილიან-ბარეს სინდრომი კუნთების სისუსტეს იწვევს, ხოლო გართულებულ შემთხვევაში შესაძლოა სუნთქვის პრობლემებიც გამოიწვიოს, რის სამკურნალოდაც ინტენსიური თერაპიის გავლაა საჭირო.
როგორც ცნობილია, მკვლევარებმა ზიკა ვირუსით დაავადებული 42 პაციენტის სისხლის ნიმუში შეისწავლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პაციენტები, რომელთა სისხლის ნიმუშებზეც დაყრდნობით კვლევა ჩატარდა ზიკა ვირუსით ორი წლის წინ წყნარი ოკეანის კუნძულებზე საფრანგეთის პოლინეზიაში მომხდარი არეულობის დროს დაავადნენ.
გავრცელებული ცნობით, გამოკვლეული პაციენტებიდან არცერთი გარდაცვლილა, თუმცა მათ დახმარება სჭირდებათ.
კვლევის ავტორების თქმით, პაციენტს ნევროლოგიური აშლილობა ზიკა ვირუსით დაინფიცირებიდან ექვსი დღის შემდეგ ეწყება.
გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჰიუ უილისონის თქმით, ზიკა ვირუსისგან გუილიან-ბარეს სინდრომის განვითარების რისკი დაბალია.
"ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ზიკა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში გუილიან–ბარეს სინდრომი აუცილებლად განუვითარდებათ, რადგან რისკი ძალიან დაბალია,"_ამბობს უილისონი.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკა ვირუსს საერთაშორისო შეშფოთების მიზეზი უწოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვირუსმა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში განგაში გამოიწვია, რადგან ახალ დაბადებულ ბავშვებს მიკროცეფალია უვითარდებათ.
როგორც ცნობილია, ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ შესაძლებელია თუ არა ზიკა დაკავშირებული იყოს სხვა სამედიცინო მდგომარეობასთან.
დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდის, "ველქამ თრასთის" დირექტორის, ჯერემი ფარარას თქმით, ზიკა ვირუსისგან უახლოეს მომავალში გაუთვალისწინებელი გართულებებია მოსალოდნელი.
ამავე თემაზე:
ბრაზილიაში ზიკა ვირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ
ზიკა ვირუსის გამო ქვეყნები ოლიმპიადა 2016-ში მონაწილეობაზე უარს ამბობენ