შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ:
_ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, _ გვითხრეს შსს-ში.
ჯერჯერობით, გაუხსნელია სოფელ ამაღლების, გოგოლესუბანისა და ხევის სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტები, რომლებსაც ადგილი გასულ სამ დღეში ჰქონდა.