კომპანია "მაგთიკომი" თავის აბონენტებს საზღვარგარეთ სმს შეტყობინების გაგზავნის ტარიფს უზრდის.
ამის შესახებ სმს შეტყობინებები "მაგთიკომის" აბონენტებმა დღეს მიიღეს.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 17 მარტიდან, საზღვარგარეთ სმს-ის გაგზავნა 24 თეთრი გახდება.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა იმოქმედებს თუ არა ტარიფის გაზრდა "ზერო +"-ის და "ულიმიტო +"-ის აბონენტებზე და "მაგთიკომს" კითხვებით მიმართა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ "მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე 24-თეთრიანი ტარიფი ეხება მხოლოდ საზღვარგარეთის მიმართულებას. ადგილობრივად გაგზავნილი სმს-ის ფასი არ შეცვლილა".
"გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო მიმართულებით სმს-ის გაგზავნის ფასი დიდწილად დამოკიდებულია როუმერ პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებულ ფასებზე", _ აცხადებენ "მაგთიკომში".
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ სმს შეტყობინების საფასური ერთადერთი ტარიფი არ არის, რასაც "მაგთიკომი" თავის აბონენტებს უცლის. 2 დღის წინ, "მაგთიკომის" მომხმარებლებმა შეტყობინება G-Mobile-ის ქსელზე დარეკვის საფასურის გაზრდის შესახებაც მიიღეს.
2016 წლის იანვარში კი, "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს მომსახურების პირობები სმს შეტყობინების გაგზავნაზე და არსებული ბალანსის შესამოწმებაზეც შეუცვალა.