ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის ტრეფიკინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ ტრეფიკინგიას მძიმე შემთხვევებზე.
როგორც ცნობილია, ანგარიშში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც საუბრობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრები ცნობიერების ამაღლების მიზნით სატელევიზიო, რადიო და ბეჭდური მედიის პროგრამებში მონაწილეობენ.
მათივე ცნობით, 2014 წლის აგვისტოში მთავრობამ დააფინანსა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია , რომ აჭარისა და თურქეთის სასაზღვრო ქალაქში შრომითი ტრეფიკინგის რისკები განეხილათ.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის პირები მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, რაც მიზნად ისახავს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რეაბილიტაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მთავრობამ სამი მობილური ჯგუფის მეშვეობით 535 სოციალურად დაუცველ ბავშვს მოემსახურა.
მათივე ინფორმაციით, მთავრობა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემით ავრცელებს ვიდეორგოლებს ტრეფიკინგის შესახებ, დახმარებას ხელმისაწვდომს ხდის მსხვერპლისთვის და ასევე სამართალდამცავებთან საკონტაქტო ინფორმაციას აწვდის.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორობით 40 000 ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ფლაერი ხუთ ენაზე დაბეჭდა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში გაავრცელა, რომლებიც თბილისში მეტრო სადგურებთან, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრეფიკინის ცხელ ხაზზე 100, ხოლო სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზზე 171 ზარი დაფიქსირდა.